ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხებით კმაყოფილი არაა

30 დეკემბერი, 2013 • • 1136
უსუფაშვილის თქმით, მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხებით კმაყოფილი არაა

“მე ვერ გეტყვით, ბატონი მერაბიშვილი ამაზე დამატებით რას საუბრობს ან არ საუბრობს, თავისთავად ეს საკითხი ბოლო ხანებში საკმაოდ ფართო განხილვის საგნად იქცა. მე ისიც მესმის, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, რომელსაც თავისი გაცილებით მძიმე დანაშაულები აქვს დასამალი, ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობენ და ბევრს სპეკულირებენ, მაგრამ აქვე ვაცხადებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სვამს კითხვას, თუნდაც ადამიანი, რომელსაც ათჯერ, ასჯერ რთული და პრობლემები აქვს ქვეყნის წინაშე, კანონის წინაშე, სასამართლოს წინაშეც. ყველა კითხვას უნდა გაეცეს მკაფიო და დროული პასუხი ხელისუფლების მხრიდან. მე პირადად მთლად კმაყოფილი არ ვარ პასუხების დროულობით და სისრულით. იგივე ბატონი მერაბიშვილის პირველი განცხადებიდან მგონია, რომ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმ ორგანოების მხრიდან, ვინც ამ განცხადების თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და რაც მალე მოხდება, მით უკეთესი ყველასთვის, ქვეყნისთვის პირველ რიგში”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შაბათს, გამთენიისას, იგი გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც ერთ-ერთ კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, რომ გაუარესდებოდა ციხეში მისი პირობები. ასევე, დაიჭერდნენ მის თანაპარტიელებს, მეგობრებს, ნათესავებს, თუკი ის არ ითანაშრომლებდა მათთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 17 დეკემბერსვე განაცხადა, რომ მერაბიშვილის განცხადებით საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი