“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს”.- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტროლეიბუსი ააფეთქა. დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია 12 ადამიანი. ვოლგოგრადში აფეთქება მოხდა გუშინ, 29 დეკემბერსაც, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება რკინიგზის სადგურში მოაწყო. აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
მოსკოვი შეშფოთებულია, რადგან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოვების გამო შესაძლოა შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ.
ვოლგოგრადი მოსკოვის სამხრეთით, 900 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო სოჭი, ჩრდილო–აღმოსავლეთით, 700 კილომეტრში. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ზომები რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებში გაძლიერებულია.