ახალი ამბები

ვოლგოგრადში ბოლო ორი დღის მანძილზე მეორე ტერაქტი მოხდა

30 დეკემბერი, 2013 •
ვოლგოგრადში ბოლო ორი დღის მანძილზე მეორე ტერაქტი მოხდა

ეს უკვე რიგით მეორე ტერორისტული აქტია, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვოლგოგრადში მოხდა. გუშინ, 29 დეკემბერს  ვოლგოგრადში თითმკვლელმა ტერორისტმა რკინიგზის სადგურში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. 


მოსკოვი შეშფოთებულია, რადგან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოვების გამო შესაძლოა შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. 

 

ვოლგოგრადი მოსკოვის სამხრეთით, 900 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო სოჭი, ჩრდილო–აღმოსავლეთით, 700 კილომეტრში. 

 

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით,  უსაფრთხოების ზომები რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებში გაძლიერებულია. 


ტროლეიბუსის აფეთქება დერჟნსკის რაიონში, მაღაზიასთან ახლოს მოხდა. მაკსიმ ახმეტოვი, ტელევიზიის რეპორტიორი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ტროლეიბუსი გადატვირთული იყო ადამიანებით. მისივე თქმით, აფეთქების შემდეგ იგი მთლიანად განადგურდა. 


აფეთქების შედეგად გაჩენილმა ნამსხვრევებმა ახლოსმდებარე შენობებიც დააზიანა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტად ცნობილი არ არის. აცხადებენ, რომ მსხვერპლს შორის 1 წლის ბავშვიცაა. 


რუსეთის საგამძიებო კომიტეტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ორივე აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 




მასალების გადაბეჭდვის წესი