კოკა ყანდიაშვილი აღნიშნულის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში.
შეგიძლიათ მომილოცოთ! აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ – პირიქით – ყველაფერი კარგადაა!
მე თავად ვთხოვე პრემიერს – დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე. ამიერიდან მექნება მუშაობის უფრო ხელსაყრელი პირობები. იმედია ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის – ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი მომიწია მუშაობა – მთავრობაში, კანცელარიაში თუ სამინისტროებში. ძირითადად ეს – ნიჭიერი, პროფესიონალი, ახალგაზრდა, პრინციპული და წესიერი ხალხია. თუმცა თანამშრომლობა გრძელდება – ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე გველის წინ”.– წერს ყანდიაშვილი პირად გვერდზე.
დღეს, 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კოკა ყანდიაშვილი პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს, ყანდიაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტი იქნება.
მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის უფროსს ნონა ყანდიაშვილს “ნეტგაზეთისთვის” არ განუმარტავს კოკა ყანდიაშვილის თანამდებობის ცვლილების მიზეზები, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო.
