“ამ პროცესს მე პერიოდულად ვადევნებ თვალს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავისთავად პროცესი მე მიმაჩნია უაღრესად ჯანმრთელ პროცესად, პროცესად, რომელიც ნათელყოფს რამდენად დემოკრატიული და გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, რამდენად თავისუფალია მედია, ნათელჰყოფს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება იმ თემებზე, რომელიც აინტერესებს, საუბრობს ძალიან ღიად. რაც შეეხება კონკრეტულად მთავარი პროკურორის თემას, ამაზე მე უკვე გავეცი პასუხი და მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვთქვა. მთავარი პროკურორის თემა არ ეხება პრეზიდენტს, ეს ექსკლუზიურად აღმასრულებელი ხელისუფლების თემაა. შესაბამისად, მე ვუყურებ, რა გადაწყვეტილებასაც იღებს აღმასრულებელი ხელისუფლება და მე მგონია, რომ კითხვები მათთან არის დასასმელი”– განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, თბილსის გადაყენებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაშია გასამართლებული ყაჩაღური ქურდობისთვის, მოგვიანებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ფარცხალაძის ნასამართლეობა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხმა ზედმეტი ხმაური გამოიწვია.
“ხმაური, მიმაჩნია, რომ მართლაც არის გადაჭარბებული”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა გადაცემა “პოზიციაში”
თავად ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ მას გერმანიაში სამართალდამცველთან მოუვიდა კონფლიქტი.