„მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს, ასევე მხარი დავუჭირე აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, გენო გელაძეს. წინააღმდეგ მივეცი [ხმა] მუსხელიშვილს, იმიტომ, რომ ვიცი მისი აბსოლუტური პოლიტიზებული შეხედულება. არ მიმაჩნია, რომ მას ობიექტური კრიტიკულობა შეუძლია, განსხვავებით ნინია კაკაბაძისგან, რომლისგანაც ჩვენს პარტიას კრიტიკის მეტი არაფერი გაუგონია,“ – ამბობს დავით დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლის შესახებ“ კანონი დასახვეწია:
„დავინახე, რომ ის პროდუქტი, რაც დაიდო კანონპროექტის სახით, არის ძალიან არასრულყოფილი. პარტიული კვოტებით არის კენჭისყრა, ცოტა უფრო სერიოზულად რომ მოვპყრობოდით ამ საქმეს, მე მგონი, მიუხედავად ამ კანონის სერიოზული ხარვეზისა, მომხრე ვიქნებოდი, რომ თვითონ ამ სფეროს სპეციალსიტებმა დააკომპლექტონ და პარლამენტმა ერთიანად უყაროს კენჭი. უმრავლესობა არასერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, გადადება მოვითხოვეთ და უარი მივიღეთ. ‘
ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის მსგავსი წევრები ბორდისთვის აუცილებელია:
„მე მხარი დავუჭირე ნინია კაკაბაძეს. ასეთი ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმისათვის, რომ ორგანიზაციამ გამოხატოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ იმ უმცირესობის აზრიც, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები არ არის.
ასევე მხარი დავუჭირე ქეთევან მსხილაძეს, წინააღმდეგ მივეცი ქალბატონ მარინა მუსხელიშვილს, რამდენადაც მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა ამ არჩევანითაც დაადასტურა, რომ ის „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მისაღებ კანდიდატებს არჩევდა. ასევე ქალბატონ სახოკიას წინააღმდეგაც მივეცი ხმა.”
რაც შეეხება ლელა გაფრინდაშვილს, თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურად ანგარიჟებულია:
„მე მახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქალბატონი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებდა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ის ვერ გავიდა, რის მიზეზადაც მასზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას სახელებდა. მაშინ მეორე პოლიტიკური ალტერნატივა გახლდა „ქართული ოცნება“, ანუ ის აცხადებდა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრი არ არის და აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, კონკრეტულად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები, სწორედ ეს გახდა მისი თანამდებობაზე არარჩევის საფუძველი. ახლა ძალიან უცნაურია, რომ სწორედ ეს ქალბატონი არის დასახელებული სახალხო დამცველის მიერ, როგორც ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი.“
მარინა მუსხელიშვილზე ანალოგიური აზრი აქვს გოკა გაბაშვილს:
„ქეთევან მსხილაძეს დავუჭირე მხარი, ნინია კაკაბაძეს დავუჭირე მხარი და აჭარის წარმომადგენელს დავუჭირე მხარი. მუსხელიშვილის წინააღმდეგ დავაფიქსირე ჩემი ხმა, რადგან რადიკალურად დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალასთან და აბსოლუტურად პარტიულ სახეს წარმოადგენს.“
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის -მეურვეობის კანდიდატებს უყარეს, თუმცა საჭირო ხმები ვერ მიიღო მეურვეობის სამმა კანიდატმა: ნინია კაკაბაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა და გენო გელაძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის ორი კანდიდატიდან მხარი მარინა მუსხელიშილს დაუჭირა და ის 82 ხმით 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ არ იქნა არჩეული.
პარლამენტმა მხარი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს, გელა გელაძეს დაუჭირა, მისი კანდიდატურა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
პარლამენტმა ასევე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი იყო. უმრავლესობის კანდიდატი ნათელა სახოკია 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ხოლო უმცირესობის მეორე კანდიდატი ქეთევან მსხილაძე პარლამენტმა 99 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.