სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ლელა გაფრინდაშვილს სულ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის 9 წევრმა: თინა ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ, დავით ბერძენიშვილმა, ელისო ჩაფიძემ, ნინო გოგუაძემ, გია ჟორჟოლიანმა, ნოდარ ებანოიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და თამარ კორძაიამ.
პარლამენტმა დღეს ასევე ჩააგდო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა. მას მხარი მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის უმრავლესობის ექვსმა წევრმა: თინა ხიდაშელმა, ნინო გოგუაძემ, თამარ კორძაიამ, ირაკლი სესიაშვილმა, ნოდარ ებანოიძემ, ლექსო თამაზაშვილმა.
პარლამენტმა დღეს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა, ესენი არიან: ნათელა სახოკია, მარინა მუსხელიშვილი და ქეთი მსხილაძე.