დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელი რუსეთთან მიმართებაში მერყეობით გამოირჩეოდა:
„გარკვეულწილად ჩვენთვის არ იყო სახარბიელო ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და გარკვეულწილად გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი დაყოლიების მიზნით, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი ისე დასრულდა, როგორც გვსურდა, ყველა მონაწილემ გამოხატა, რომ ამაზე კონსესუსი არ არის და მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება. ლეფორი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენელი იყო, მისი მოღვაწეობა დასრულდა, იყო მისი ბოლო რაუნდი, მან ეს გამოაცხადა და შემდეგი რაუნდი, რომელიც 25-26 მარტს იქნება, ევროკავშირს ახალი წარმომადგენელი ეყოლება.“
ზალკალიანი ფიქრობს, რომ მომდევნო წელს სერიოზულ ზეწოლებს ექნება ადგილი:
„მომავალი წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იქნება სერიოზული გამოწვევის წელი, ძალიან სერიოზული ზეწოლები იქნება, სავარაუდოდ, ამიტომ ჩვენ ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რათა არ მოხდეს იმ ჩვენი კურსის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებაში რაიმე გავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.”
მისივე თქმით, რუსეთის ცდილობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას თავი აარიდოს:
“ძალის არგამოყენების საკითხი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში, გახლავთ რუსეთის მხრიდან ამ ვალდებულების აღება, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ისინი ამბობენ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან და ჩვენ მოგვიწოდებენ და გვაიძულებენ, რომ ეს იურიდიულად სავალდებულო ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ დე ფაქტოებთან, რაც არ იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან.”
რაც შეეხება თავისუფალი გადაადგილების საკითხს, ზალკალიანი აცხადებს, რომ ამ კონტექსტში აფხაზეთის წარმომადგენლებმა დააყენეს აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხი:
“რაზეც ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ საქართველო მათ აძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მათი ეს უფლება გარანტირებული იყოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის, სტატუს ნეიტრალურლი პასპორტის აღებით. მე მქონდა საშუალება აფხაზეთის დელეგაციასთან არაფორმალურ გარემოში გასაუბრების და მინდა გითხრათ, მათ ძალიან აინტერესებთ ის პროცესები, რომლებიც ქყვენაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულების კუთხით და იმაზე გავამახვილე ყურადღება, თუ რას მოუტანს მათ თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით სავიზო ლიბერალიზაცია, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირთან გადავა ამ ეტაპზე.”
