დავით საგანელიძის თქმით, ნათელა სახოკიას დასახელების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მის მიერ ხმათა საკმარისი რაოდენობის მიღებაში დარწმუნებულები არიან:
“მართლაც, ძალიან, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია და რთულია მათგან ყველაზე ღირსეულის გამოვლენა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, კანდიდატმა უნდა მიიღოს მინიმუმ 76 ხმა. ამდენი ხმა ნამდვილად დაუგროვდა ქალბატონ სახოკიას და ჩვენ დავინახეთ, რომ მისი კანდიდატურა რისკის ქვეშ არ იქნებოდა. მეორე მხრივ, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში გაიყო აზრები. რაღაც დიდი ჯგუფი ერთს უჭერს მხარს, სხვა დიდი ჯგუფი -მეორეს, ამიტომ სანამ არ შევჯერდებით და სანამ არ დავრწმუნებით, რომ რომელიმე კანდიდატი მაქსიმალურად მიიღებს ყველა ხმას, ამიტომ ამ გადაწყვეტილებისგან ჩვენ დროებით თავს ვიკავებთ.”
კანონის შესაბამისად, უმრავლესობას უნდა დაესახელებენა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის სამი კანდიდატი, თუმცა უმრავლესობამ მხოლოდ ერთი – ნათელა სახოკიას კანდიდატურა დაასახელა.