საპარლამეტნო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ გიგი უგულავამ ჩიდინა თუ არა დანაშაული, ამას  არავითარი კავშირი აქვს იმასთან, “პატარა ბიჭი ოთარ ფარცხალაძე” გერმანიაში რას აკეთებდა:

 

“გიგი უგულავას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ამასთან არავითარი კავშირი აქვს იმას, თუ ვინ არის ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძეს როგორი დიპლომი აქვს, ან გერმანიაში თავის დროზე პატარა ბიჭი როგორ იქცეოდა, არავითარი კავშირი აქვს იმასთან, უგულავამ ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ცოტა ხანია, რაც ბატონი ფარცხალაძე თანამდებობაზეა და იმედი მაქვს, როგორ აქტიურადაც დაიწყო გამოძიებები, ასევე გაგრძელდება და ამას არანაირი წინააღმდეგობა არ ექნება. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ, ეს უნდა ვაღიაროთ და ბოდიში მოვიხადოთ. მე არ ვიცი, რას აკეთებდა წინა ერთი წლის განმავლობაში პროკურატურა, გამომდიანრე იქიდან, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, როგორ სწრაფად, ეფექტურად და საქმიანად დაიწყო ახალმა შემადგენლობამ მუშაობა.”

 

აღნიშნული მოტივიდან გამომდინარე ხიდაშელს ეჭვი გასულ წელს პროკურატურაში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით აქვს, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელი პირების აღებულ პრემიებზე ამახვილებს ყურადღებას:

 

“ჩემთვის ძალიან სერიოზული ეჭვის ქვეშ არის და წინა შემადგენლობისგან ნამდვილად გვჭირდება დასაბუთება, რა განსაუთრებული დამსახურების გამო ხდებოდა ამ პრემიების გაცემა, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებისთვის, სრულიად გაუგებარია იმ ფონზე, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდება დღეს მოვლენები.”


შეგახსენებთ, რომ “გაზეთ ბათუმელების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის 10 თვეში პრემიების სახით 960 955 ლარი მიიღეს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი და მისი ორი მოადგილე – ლაშა ნაცვლიშვილი და შოთა რეხვიაშვილი პრემიის სახით ყოველთვიურად 5870 ლარს იღებდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *