ზურა ჯაფარიძის თქმით, წულუკიანმა შვებულება უნდა შეწყვიტოს და “ცირკი” დაასრულოს:
“გვინდა მოვუწოდოთ ქალბატონ წულუკიანს, რომ შეწყვიტოს შვებულება, რადგან ჩვენ ვიმყოფებით არაორდინარულ მდგომარეობაში. მთავარ პროკურორად გვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული, ნასამართლევი არის გერმანიაში ყაჩაღობისთვის ერთი მუხლით და მეორე მუხლით, იმ ქონების მითვისების ბრალდებით, რომელიც მან ყაჩაღობით მოიპოვა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწვევისთვის. გარდა ამისა, ამ ადამიანს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაია, რომ იყოს ამ პოსტზე. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, შეწყვიტოს შვებულება და გაათავისუფლოს ფარცხალაძე, რომ ეს ცირკი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.”
