ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამოწმებს დიპლომებს

26 დეკემბერი, 2013 •
მარგველაშვილი: არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამოწმებს დიპლომებს

“ეს შეკითხვა ჩემთან, მგონი, არაადეკვატურია. მე არც არქივში ვმუშაობ და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამოწმებს დიპლომებს. შესაბამისად, შეკითხვა დიპლომის ავთენტურობაზე პრეზიდენტთან არ არის” – განაცხადა მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, მას ამავე ტიპის პასუხი აქვს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან მოხსნის ან დანიშვნის შესახებ:


“ამას შემდეგნაირად შევხედოთ, საქარველოს პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში არა მთავარ პროკურორს, არა მინისტრების კანდიდატებს, არამედ პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას. შესაბამისად, მთავარი პორკურირის თემა ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეხება იმ პირებს, ვინც ამ თემას კურირებენ.”   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი