ახალი ამბები

გამოკითხვა: უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მერაბიშვილის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე [ვიდეო]

26 დეკემბერი, 2013 • • 1234
გამოკითხვა: უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მერაბიშვილის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე [ვიდეო]

17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით იგი საკნიდან გაიყვანეს და მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხიელ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

 

მისი თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას აშანტაჟებდა და ნათესავების დაჭერით ემუქრებოდა. მერაბიშვილი მოითხოვს, რომ მისი განცხადებით დაინტერესდეს პროკურატურა და გამოძიება დაიწყოს. მთავარი პროკურატურა კი აცხადებს, რომ მერაბიშვილის განცხადება უსაფუძვლოა და გამოძიებას არ დაიწყებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი