ახალი ამბები

“გამყოფ ხაზთან” მცხოვრები სტუდენტები შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს

25 დეკემბერი, 2013 •
“გამყოფ ხაზთან” მცხოვრები სტუდენტები შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “გამყოფი ხაზის” მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გამოიყოფა. ხოლო ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  კანონპროექტიდან ტერმინის “გამყოფი ხაზი” ამოღებას და მის ნაცვლად “საოკუპაციო ხაზის” გამოყენებას მოითხოვდა საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა უშედეგოდ:

 

“ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. მნიშვნელოვანია საგნები დაფიქსირდეს ისე, როგორც არის და ჩვენთვის ეს ხაზი საოკუპაციო ხაზია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ეხება იქ მცხოვრები სტუდენტების დახმარებას, რაც ბევრი ოჯახისთვის ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ ამ კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, თუმცა გამოყენებულ ტერმინს არ ვეთანხმებით,”-აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი