ახალი ამბები

პრეზიდენტის ხელფასი შესაძლოა 6 900 ლარამდე გაიზარდოს

25 დეკემბერი, 2013 •
პრეზიდენტის ხელფასი შესაძლოა 6 900 ლარამდე გაიზარდოს

აღნიშნული კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, რომელიც  პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუტატებმა დღეს პირველი მოსმენით განიხილეს, პრეზიდენტის ხელფასი 9 ათას ლარამდე იზრდებოდა. 

 

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით საგანელიძემ სხდომაზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჰქონდეთ.

 

პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ოდენობა 6 900 ლარით განისაზღვრება.

საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს  85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 7 ათასი ლარით განისაზღვრა.

 

ამჟამად პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო 4 720 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი