ახალი ამბები

ვადაგასული პროდუქტის გაყიდვისთვის ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს

25 დეკემბერი, 2013 •
ვადაგასული პროდუქტის გაყიდვისთვის ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს

კანონპროექტის მიღების მიზანია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი სანქციების შემოღება. ასევე, ვეტერინარი ექიმების საქმიანობასთან და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მიღებასთან დაკავშირებული მუხლების ამოქმედების გადავადება.

 

ცვლილებების მიხედვით, ბიზნესოპერატორის მიერ ვაგადასული სურსათის/ცხოველის საკვრების რეალიზაცია გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით. გარდა ამისა, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიემბას 400 ლარის ოდენობით. ხოლო წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორება გამოწივევს 1200 ლარით დაჯარიმებას.


პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება 2015 წლის 1 იანვრამდე. ამავე ვადაში ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები, თუ ისინი შესაბამისობაში არ იქნებიან მოყვანილი კოდექსთან. დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ვადები განისაზღვრება კოდექსის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში(2014 წლის 1 მაისამდე).


„საკითხი არის უაღრესად პრობლემატური და ის ყველა ჩვენგანს ეხება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი და რამდენად მავნეა ან  ჯანმრთელია ჩვენი ორგანიზმისთვის,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი