ახალი ამბები

თარგამაძის თქმით, ხარშილაძის დაკავება ძალაუფლების უზურპაციაა

24 დეკემბერი, 2013 •
თარგამაძის თქმით, ხარშილაძის დაკავება ძალაუფლების უზურპაციაა

გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ასეთი, “უმარტივესად შეთითხნილი” ბრალდებით ნებისმიერი ადამიანის დაკავება შეიძლება

 

“ეს ნიშნავს, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დღეს მოექცა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, მთლიანად ფლობს სიტუაციას უკვე სასამართლოშიც. მათ პრაქტიკულად გაარღვიეს სასამართლო სისტემა და ასეთი ტიპის დაპატიმრება ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი შეუძლიათ ნებისმიერ დროს დააკავონ. ადამიანი, რომელზეც გალაღებულმა პრემიერ-მინისტრმა ერთი თითის გატკაცუნებით თქვა, რომ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან მისგან მოიპოვონ ძალადობით ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენება. ის დღეს ზის ციხეში. ამაზე მეტი უზურპაცია ძალაუფლების მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს”,- განაცხდა გივი თარგამაძემ. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი მიიჩნევს, რომ, როგორც იქნა, პროკურატურა აქტიურად ამუშავდა, რასაც მიესალმება. 

 

“შესაბამისად, დაკითხვებიც ხშირია, დაბარებებიც ხშირია და პრობლემებიც ბევრი შეექმნა ბევრ ოპოზიციონერს. ზოგი პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და უნდა ყველაფერი პოლიტიკურ საბურველს მოაფაროს. მივესალმები პროკურატურის გააქტიურებას. ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს ის თემა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რომ გავერკვეთ”,- თქვა დავით საგანელიძემ. 

 

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრსა და ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის მოადგილეს, კობა ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

სააპაელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა კობა ხარშილაძის დაკავების თაობაზე დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მას ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის საშუალებით სტამბულის მიმართულებით ჰქონდა დაჯავშნილი ბილეთი. 

 

ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე კი საპირისპიროს ამბობს და  ამტკიცებს, რომ იგი საქართველოს დატოვებას 28 დეკემბერს არ აპირებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი