ახალი ამბები

როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს

24 დეკემბერი, 2013 • • 1344
როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს

“2013 წლის 23 დეკემბერს მას უნდა ჩაბარებოდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, იგი გამოძახებული იქნა ტელეფონით, რომელსაც განემარტა, რომ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად 2013 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ უწყებას ჩაიბარებდა მისი ადვოკატი რომეო საჯაია. ამ  უკანასკნელმა კი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უწყების ჩასაბარებლად თვითონ გამოცხადდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში.


2013 წლის 24 დეკემბერს რომეო საჯაია არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში უწყების ჩასაბარებლად, ასევე არ გამოცხადდა როლანდ ახალაია დაკითხვაზე 14:00 საათზე. მათთან დამატებით დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან არაერთგზის მცდელობისა, ტელეფონები იყო გამორთული, ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია განმეორებით გამოძახებულია 2013 წლის 26 დეკემბერს, 13:00 საათზე.

როლანდ ახალაია
როლანდ ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი