ახალი ამბები

უმცირესობა ფარცხალაძის განცხადებას ეხმაურება

24 დეკემბერი, 2013 • • 1647
უმცირესობა ფარცხალაძის განცხადებას ეხმაურება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის განცხადება ძალიან არასერიოზულია, რადგან, მისივე თქმით, ფარცხალაძეს სასამართლომ როგორც ყაჩაღს აღუკვეთა თავისუფლება:

 

“ძალიან სასირცხვილოა, რომ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურას სწორედ ასეთი ტიპის ადამიანი ჰყავს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანი გადადგეს და ბოდიში მოიხადოს, ხელისუფლება უტიფრად ცდილობს, რომ მან საქმიანობა გააგრძელოს. მთავარი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც გერმანიის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს სასჯელი, ასეთი ადამიანი დღეს მთავარი პროკურორია და ის სხვა ადამიანებს დევნის. ეს არის მთელი სისტემის და ხელისუფლების ჩამოშლა. ეს ამ ხელისუფლების სახე და რეალური სიმბოლოა.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალს სიტყვაზე ვერ ენდობა:


“კრიმინალს, რომელსაც დღეს პროკურორის მანტია აქვს მოსხმული, სურს დაგვარწმუნოს, რომ გერმანიის სასამართლო შეცდა და ტყუილად დააპატიმრა, თუმცა გარკვევით არის მითითებული, რომ ის დააკავეს არა პოლიციასთან შელაპარაკების გამო, რაც თავისთავად საამაყო საქციელი არ არის, არამედ დააკავეს ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. წულუკიანმა გამოითხოვოს პროკურორის საქმე და ყველამ ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ცხადია, ჩვენ კრიმინალებს სიტყვაზე ვერ ვენდობით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი