გივი თარგამაძის განცხადებით, პროკურატურამ კობა ხარშილაძეს ბრალს ბილეთის დაჯავშნასა და მიმალვის მცდელობაში სდებს, რაც მისივე თქმით, სიცრუეა :
” ამით მხოლოდ ხარშილაძეზე წეზოლის განხორციელებასა და ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნას ცდილობენ. ეს ფაქტი ნაყაჩაღარი მთავარი პროკურორის თავზეხელაღებულ ქმედებაა. როგორც სჩანს ის საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან და ამ წუთებში კიდევ, ერთ თავზე ხელაღებულ აქციას ახორციელებს. ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე რომელიც დააპატიმრეს გამწვანების საქმესთან დაკავშირებით, შემდეგ გაათავისუფლეს 400 000 ლარიანი გირაოთი და ჩამოართვეს პასპორტი, ახლა დაიბარეს კვლავ პროკურატურაში. რომლის საფუძველი გახდა ვითომდა ხარშილაძის მიერ, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ბილეთის დაჯავშნა. ასე ცდილობენ დასაბუთებას რომ ის აპირებდა მიმალვას. ბუნბერივია რომ ჩვენ ამას ვაფასებთ, როგროც პირდაპირ, ღია და თავხედურ თავზეხელაღებულ აქციად, განსაკუთრებით მას მერე, რაც ყოფილმა პრემიერმა თქვა რომ ის სჭირდებათ პატიმრობაში, რათა გახსნან ჟვანიას საქმე. ფაქტია, რომ ახლა აქვთ მცდელობა რომ ნებისმიერი ხერხით ეს ადამიანი მოახვედრონ ციხეში. “
თარგამაძის მტკიცებით, ხარშილაძის დაკავების მიზანი მასზე ზეწოლის განხორციელებაა:
“ეს არის ნაყაჩაღარი პროკურორის, კიდევ ერთი თავზეხელაღებული აქცია. ამაზე პასუხუსმგებელი არის პრემირ მინისტრი. სურთ მასზე განახორციელონ ზეწოლა და რაიმენაირი ფორმით, რაიმენარი მტკიცებულება მიიღონ, ჟვანის საქმესთან დაკავშირებით.“