ახალი ამბები

გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა – სარალიძე

3 ივნისი, 2018 • 1930
გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა – სარალიძე

“მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ; მოვუწოდე საქართველოს ყველა მოქალაქეს, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროცესში პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთვებიან. მოთხოვნა ორია: მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“მე უკვე გადავწყვიტე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის… არა მარტო, მთელი საქართველოსთვის. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რომ ეს სისტემა დაინგრეს. ამ სისტემის მფარველი მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ; მოვუწოდე საქართველოს ყველა მოქალაქეს, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი