საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ საზოგადოებას უგულავასთან უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე ფარცხალაძესთან:
„საზოგადოებას და უმრავლესობას ის უფრო აინტერესებს, სად წავიდა მილიონები. რა მორალური უფლება აქვს უგულავას, აქეთ რომ გვედავება? საქართველოს კანონმდებლობა არ უკარძალავს ფარცხალაძეს თანამდებობაზე ყოფნას. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. შეკითხვა საზოგადოებას უფრო მეტი აქვს უგულავასთან, ვიდრე დაუდასტურებელ ფაქტთან დაკავშირებით.”
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, თავით ბაქრაძეს. როგორც ის ამბობს, სანამ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმდება, მთავარ პროკურორს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს:
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. „ყაჩაღობა და ქურდობა არ არის ავტოავარია. ეს არის უმძიმესი დანაშაული. ვიდრე ეს დადასტურდება, მანამდე ფარცხალაძეს თანამდებობაზე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, ხოლო თუ ფაქტი დადასტურდა, მაშინ ის უნდა გაათავისუფლონ.“