ახალი ამბები

მმკ წუხს ხორავაზე დაღუპულთა გამო, თუმცა არ უერთდება აქციას “ნუ მომკლავ!”

1 ივნისი, 2018 • 19032
მმკ წუხს ხორავაზე დაღუპულთა გამო, თუმცა არ უერთდება აქციას “ნუ მომკლავ!”

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, რომლებსაც სასულიერო პირები ხელმძღვანელობენ, ალტერნატიულ აქციას მართავენ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მმკ მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეუერთდნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას “ნუ მომკლავ!”. მათი თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, ლოცულობენ ხორავას ქუჩაზე მოკლულთა სულებისთვის, თუმცა მხარს არ უჭერენ აქციას.

მმკ აცხადებს, რომ ისინი იქამდე დარჩებიან საკრებულოსთან, სანამ არ დაიშლება აქცია პარლამენტთან.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს აღნიშნულ აქციას.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი