ახალი ამბები

#ნუ მომკლავ – სოლიდარობის აქციები საქართველოს ქალაქებში

1 ივნისი, 2018 • 2776
#ნუ მომკლავ – სოლიდარობის აქციები საქართველოს ქალაქებში

დღეს, პირველ ივნისს,  საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში,  ქუთაისში,  რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ხულოში – მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ.  სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, რიგითი მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სოლიდარობის აქციების გამართვას აანონსებს ქართული დიასპორა. დღეს საღამოს აქცია დაგეგმილია ვარშავაში.

ამ წუთებში [19:40] აქცია მიმდინარებს თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.

სოლიდარობის აქცია ბათუმში:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/808153922717670/?notif_id=1527795573507405&notif_t=live_video_explicit

სოლიდარობის აქცია თბილისში:

https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156667011952044/

სოლიდარობის აქცია ქუთაისში:

#ნუმომკლავ – ქუთაისში სტუდენტები სოლიდარობის აქციას მართავენ

სოლიდარობის აქცია ხულოში:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/139281/


  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია.
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი