“ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა ამ საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა. უკრაინის მაგალითი არის საყურადღებო და გასათვალისწინებელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა უკვე ყველა ბერკეტი ამოწურა, თუმცა შეიძლება კიდევ გავხდეთ რაიმე ახალი ბერკეტის გამოგონების მოწმე. ჩვენ გვაქვს ამ საფრთხეებზე რეაგირების გამოცდილება, გავაგრძელებთ ასეთ რეაქციას და არ დავუშვებთ სიტუაციის გამწვავებას. გამორიცხული არ არის, რომ პროვოკაციები იყოს აღიარების კუთხით და ასევე გაეროში რეზოლუციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამაზე მეტი წნეხი რაღა უნდა იყოს. ვეცდებით ყველა მოსალოდნელ საფრთხეს მომზადებულები შევხვდეთ. ასევე იმედი გვაქვს პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის მხარდაჭერის, რომელსაც, ამ მხრივ, აქვს უკვე გამოცდილება რუსეთთან,”- განაცხადა ფანჯიკიძემ დღეს, 23 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *