“ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა ამ საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა. უკრაინის მაგალითი არის საყურადღებო და გასათვალისწინებელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა უკვე ყველა ბერკეტი ამოწურა, თუმცა შეიძლება კიდევ გავხდეთ რაიმე ახალი ბერკეტის გამოგონების მოწმე. ჩვენ გვაქვს ამ საფრთხეებზე რეაგირების გამოცდილება, გავაგრძელებთ ასეთ რეაქციას და არ დავუშვებთ სიტუაციის გამწვავებას. გამორიცხული არ არის, რომ პროვოკაციები იყოს აღიარების კუთხით და ასევე გაეროში რეზოლუციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამაზე მეტი წნეხი რაღა უნდა იყოს. ვეცდებით ყველა მოსალოდნელ საფრთხეს მომზადებულები შევხვდეთ. ასევე იმედი გვაქვს პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის მხარდაჭერის, რომელსაც, ამ მხრივ, აქვს უკვე გამოცდილება რუსეთთან,”- განაცხადა ფანჯიკიძემ დღეს, 23 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.
ფანჯიკიძე: რუსეთმა ყველა ბერკეტი ამოწურა საქართველოსთან მიმართებაში

-
23.11.2026 გაუმართლებელია ომი, სადაც ეკლესიის მეთაური ამართლებს სამხედრო მოქმედებებს – არქიმანდრიტი იერომიელი -
23.11.2026 ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან დაპირისპირებული – მიტროპოლიტი იობი -
23.11.2026 ვარდების რევოლუციამდელი საქართველო რიცხვებში -
23.11.2026 თორნიკე რაზმაძეს იუთუბერები და სპორტული კომენტატორები სოლიდარობას უცხადებენ -
23.11.2026 ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე – ხოშტარია -
23.11.2026 მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს