ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო შეკრებას გამართავს

22 დეკემბერი, 2013 • • 1023
“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო შეკრებას გამართავს

“ჩვენ ვისაუბრეთ გრძელვადიან სტრატეგიაზე სხვა ინსტრუმენტების გამოყენებისა და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენებისა. პირველი შეკრება ჩატარდება თბილისში შაბათს და ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ. ეს შეკრება და მომავალში ყველა ასეთი ტიპის შეკრება მოემსახურება იმას, რომ ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. კერძოდ, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა”- განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიამ 5 მოთხოვნა წარმოადგინა. პოლიტსაბჭოს სხდომა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქალაქო სასამართლომ თბილისის მერი გიგი უგულავა თანამდებობიდან გადააყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი