ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ საახალწლოდ სანტას 500 ფორმა შეიძინა

20 დეკემბერი, 2013 •
კულტურის სამინისტრომ საახალწლოდ სანტას 500 ფორმა შეიძინა

“ჩვენ გვინდოდა ახალი წელი ყოფილიყო არანმხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებისთვის, არამედ ყველასთვის. ახალ წელს სანტა საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა, გაიგზავნება საჩუქრები ბავშვებისთვის. წლევანდელ ახალ წელს სიურპრიზები ელოდებათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ყველა ასაკის ადამიანს, ყველას  ვინც ქუჩაში შეხვდება ახალ წელს, ასევე, მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ყველა ჯგუფი არის გათვალისწინებული. ახალი წლის სლოგანი ასე ჟღერს- “მოდის, მოდის წელი ახალი”, გარემიქსდა სიმღერა საახალწლოდ, რომელიც დარწმუნებული ვართ გაჰიტდება. იმედი გვაქვს, ყველას ძალიან მხიარული ახალი წელი ექნება”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

შეკითხვაზე, გამოცხადდება თუ არა ვაკანსია 500 სანტას პოზიციაზე, კულტურის სამინისტროში გვიპასუხეს:

 

“რას ამბობთ, სანტა ნამდვილია, თოვლის ბაბუები არიან ნამდვილები და ვაკანსიები არ ცხადდება მანდ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი