ახალი ამბები

ულტრანაციონალისტების მსვლელობა ბერლინში და ანტიფაშისტური კონტრაქცია [ფოტო]

27 მაისი, 2018 • 2384
ულტრანაციონალისტების მსვლელობა ბერლინში და ანტიფაშისტური კონტრაქცია [ფოტო]

ბერლინში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია AFD-ის მარშში და კონტრაქციაში მონაწილეობის მისაღებად.

გერმანული მედიის ცნობით,  ულტრამემარჯვენე პარტიამ, მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 5000 დემონსტრანტის მობილიზება შეძლო. ხოლო Zeit-ის ცნობით, კონტრდემონსტრაციაზე, ჯამში, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გავიდა. AFD თავის აქციაზე 10 000-მდე ადამიანს ელოდა.

ულტრამემარჯვენეები “გერმანიის მომავლის” სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ, ხოლო კონტრდემონსტრანტები სიძულვილის საწინააღმდეგო შეძახილებით გამოვიდნენ, რომელსაც მათი თქმით, სწორედ AFD აღვივებს ქვეყნაში და საზოგადოების დაყოფას ცდილობს.

კონტრაქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა სამოქალაქო გაერთიანებები, მემარცხენე ძალები, ღამის კლუბები, ქვიარები და ა.შ. ისინი ბერლინში რამდენიმე ისეთ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც AFD-ს მარშს უწევდა გავლა. კონტრდემონსტრანტები AFD-ს მსვლელობას მდინარეში მცურავი ბორნებიდანაც აპროტესტდებნენ.

ქალაქში უსაფრთხოებას 2000-მდე პოლიციელი იცავდა.

ამ დროისთვის (19:00) თბილისის კლუბებში მიმდინარე რეივ-აქცია ბერლინის კონტრაქციის ერთ-ერთი გამოძახილია.

რას აპროტესტებენ ბერლინში? – ამავე თემაზე გირჩევთ

ბერლინის 70-მდე ღამის კლუბი ულტრანაციონალისტების მარშს გააპროტესტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.