ტელეფონების შეძენას შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის საბიუჯეტო სახსრებით აპირებს. განაცხადი ტენდერის შესახებ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
სატენდერო განაცხადში მითითებული არ არის, თუ რომელი ფირმის მობილურის ყიდვას გეგმავს შსს. ჩამოთვლილია პარამეტრები, რომლებსაც ტელეფონი უნდა აკამყოფილებდეს.
მობილურები ფერი უნდა იყოს შავი, მეხსიერება – 16GB , სიმაღლე – 123.8 მმ, სიგანე – 58.6 მმ, სისქე – 7.6 მმ. ჩამოთვლილი მოთხოვნების მიხედვით, ტელეფონი მაღალი დონის ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
შს სამინისტრომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, 10 მობილურის გარდა სამინისტრო გეგმავს 70 ტელეფონის შეძენას, რისთვისაც 11 450 ლარს დახარჯავს.
ტენდერებზე განაცხადების მიღება 19 დეკემბერს იწყება და 23 დეკემბერს დასრულდება.