ახალი ამბები

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში ლიდერობს

24 მაისი, 2018 • 4030
ხატია ბუნიათიშვილის ალბომი itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში ლიდერობს

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ალბომი “რახმანინოვის ფორტეპიანოს კონცერტი 2 & 3” itunes–ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში პირველ ადგილზეა.

ბუნიათაშვილის ალბომმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილის ოფიციალურ სტუდიურ ჩანაწერს გადაუსწრო.

რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტების ალბომი ხატია ბუნიათიშვილმა 2017 წელს ჩაწერა. ალბომს აფორმებს ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრი პაავო იარვის დირიჟორობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი