საქართველომ ლიტვას ავთენტური სახელი “ლიეტუვა” უწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა.

სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპასუხო მეგობრული ჟესტია, რომელიც 2018 წლის 3 მაისს ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებას ეხება. ლიტვამ საქართველოს Gruzija–ს ნაცვლად Sakartvelo უწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com