ახალი ამბები

ლიტვაში საქართველოს ამიერიდან “Gruzija”-ს ნაცვლად “Sakartvelo”-ს  უწოდებენ

3 მაისი, 2018 • 2740
ლიტვაში საქართველოს ამიერიდან “Gruzija”-ს ნაცვლად “Sakartvelo”-ს  უწოდებენ

ამიერიდან ლიტვაში საქართველოს “გრუზიას” ნაცვლად “საქართველოს”  უწოდებენ

საქართველოში ლიტვის საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია და ამიერიდან ლიტვაში საქართველო მისი ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ლიტვურ ენაში საქართველოს Gruzija-ს უწოდებდნენ, ამიერიდან sakartvelo დამკვიდრდება.

ამ ცვლილებაზე ლიტვაში კარგა ხანია მუშაობენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ახლა მიიღეს.

გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო. ეს ჩვენი მეგობრობის სიმტკიცის კიდევ ერთი სიმბოლოა!” – აცხადებს ლიტვის საელჩო საქართველოში.

ამ ნაბიჯით ლიტვა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი