ახალი ამბები

თბილისში პლასტმასის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება – კალაძის დაპირება

24 მაისი, 2018 • 2974
თბილისში პლასტმასის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დაიდგმება – კალაძის დაპირება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი ურნები თბილისის სხვადასხვა ადგილას განთავსდება.

“კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თბილისის მერიამ აღნიშნულ იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატები ეტაპობრივად დამონტაჟდება ყველა რაიონში.

„კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს, რომ პოლიეთილენის ბოთლები გადაამუშაოს, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟებას. მგონია, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი