ახალი ამბები

პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

13 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

თვიღმმართველობის კოდექსის განხილვასა და კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობას პოლიტიკური ბოიკოტის გამო მონაწილეობა არ მიუღია.

 

მიღებული კოდექსით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზების, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და მისი ორგანოების, ასევე, დედაქალაქის სტატუსის და მისი უფლებამოსილებების  საკითხები.

 

კოდექსის თანახმად, საქართველოში 5-ის ნაცვლად  12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევს მოსახლეობა.

 

გარდა ამისა, კოდექსში თავდაპრიველად არსებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება. საკონსულტაციო საბჭო მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებსა და განხილვებში.

 

უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, სამწუხაროდ, თვითმმართველობის კოდექსი უკვე არის არა თვითმმართველობის, არამედ მმართველობის კოდექსი:

 

“ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: გუბერნატორის ინსტიტუტი არ უნდა იყოს თვითმმართველობის კანონში, რომელსაც ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება და არჩეული მერების და გამგებლების გადაყენება ყოველ მიზეზგარეშე, ნებისმიერი საფუძვლით არ უნდა შეეძლოს საკრებულოს. “

 

მისივე თქმით, საჭიროა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქების რიცხვი გაიზარდა. ასეთ კრიტერიუმად ვაშაძე მოსახლეობის რაოდენობას ასახელებს:

 

“ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ სოფლების პატარა მუნიციპალიტეტებად დაშლის, იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობენ. ეს ხელოვნური პროცესი იქნება და ვამბობთ, რომ თვითმმართველი ქალაქი  უნდა შეიქმნას არა მარტო იმ 7 ქალაქში, არამედ ყველგან, სადაც 10 ათასზე მეტი მოსახლეობაა. ასეთ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იქნება 25 და მის გარშემო არსებული რაიონები იქნება თვითმმართველი რაიონები”. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი