ახალი ამბები

ბასიანი მუშაობას სავარაუდოდ ივნისიდან განაახლებს

23 მაისი, 2018 • 4029
ბასიანი მუშაობას სავარაუდოდ ივნისიდან განაახლებს

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ კლუბი სამუშაო პროცესს სავარაუდოდ ივანისის დასაწყისიდან დაუბრუნდება. კლუბს, რომელიც 12 მაისის შემდეგ შინაგ საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დახურული, ლუქი დღეს, 23 მაისს მოხსნეს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არაა, თუმცა უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია.

“ბასიანი” და “გალერი” 12 მაისიდან დალუქული იყო. გუშინ, 22 მაისს “კაფე გალერი” გაიხსნა. პარალელურად, 27 მაისისთვის თბილისში დაანონსდა აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სწორედ “ბასიანის” გახსნა იყო.  გელბახიანი ამბობს, რომ, მისთვის უცნობია, გაიმართება თუ არა აქცია კვირას და ამასთან დაკავშირებით ჩართული მხარეები მოგვიანებით იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი