საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მახარაძე აცხადებს, რომ აჭარაში გზები ამ დრომდე გაუწმენდავია. მისივე თქმით, ეს აჭარის  ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს:


“ხელისუფლება იტყუება, როცა აცხდებს, რომ ცენტრალური მაგისტრალი ხულომდეა გაწმენდილი. ჩვენ აქამდე თავს ვიკავებდით, ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან რომ არ გამოგვსვლოდა საუბარი. ძალიან დიდი პრობლემებია. დღეების განმავლობაში ჩაბნელებული იყო ბათუმი, ახლაც გრაფიკითა ელექტროენერგია. მაღალმთიან აჭარას შუქი არ მიეწოდება, გზები ბოლოდე არაა გაწმენდილი. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გრაფიკით შუქის მიწოდება აჭარაში არ გვინახავს. ეს გრძელდება დღესაც და აქ გამოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების უსუსური პოზიცია და არაქმედითუნარიანობა. ისინი ვერ ახერხებენ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ზამთარი წინა გვაქვს და დროა, რომ ამას ყურადღება მიექცეს.“


უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანი კი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე სამარცხვინოა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ავტომანქანის შერჩევით იყოს დაკავებული:


“მოხდა ისე, რომ კვირას, როცა თოვამ დაიწყო, ბათუმში ვიყავი. შევესწარი სიტუაციას, რომ, ფაქტობრივად, ბათუმმა დაიწყო პარალიზება. ამ დღეების განმავლობაში იყო ხელისუფლების სრული ვაკუუმი. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება, არც რეგიონალური განვითარების სამინისტრო, არც სხვა სამინისტროები მუშაობდნენ იმისთვის, რომ აჭარაში პრობლემები მოგვარებულიყო. საქმე გვაქვს ხელისუფლების სრულ უუნარობასთან, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს. ძალიან საყურადღებოა და სასირცხვილოა, რომ ამ პერიოდში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მანქანის შერჩევითაა დაკავებული.”

 

უკვე მეხეთე დღეა, რაც აჭარის მოსახლეობის უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბათუმს, სადაც 60 ათასამდე აბონენტია რეგისტრირებული, ელექტროენერგია მესამე დღეა დაუდგენელი გრაფიკით მიეწოდება, რაც თურქეთიდან ელექტროენერგიის მიღებით გახდა შესაძლებელი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *