პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიჩუმისკენ მოუწოდა, თუმცა საუბარი მაინც გაგრძელდა და სპიკერმა სხდომა დატოვა:
“ბიუროზე ცხადდება შესვენება, 5 წუთი. დავასრულოთ ინდივიდუალური საუბრები და გავაგრძელოთ ბიურო. დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, 5 ეპიზოდი იყო, როდესაც საუბრობდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა?!” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ბიუროს სხდომა 5 წუთში განახლდა და დეპუტატებმა დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები გაიარეს.
