ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვეობის კანდიდატები

12 დეკემბერი, 2013 • • 1434
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვეობის კანდიდატები

კონკურსში მონაწილეობას 68 კანდიდატი იღებს, მათ საკუთარი რეზიუმე და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია წარმოადგინეს.

 

კანდიდატებს შორის არიან: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი – მამუკა არეშიძე, ჟურნალ “ტაბულას” ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი – ქეთევან მსხილაძე, გაზეთ “24 საათის” რედაქტორი – პაატა ვეშაპიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ლომჯარია, მსახიობი – ნინელი ჭანკვეტაძე, კომპოზიტორი – ჯემალ სეფიაშვილი, მომღერალი – ირმა სოხაძე, ჟურნალისტი – ელისო ჯანაშია, ფილოსოფოსი – ლელა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი – ნინია კაკაბაძე, სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტი – ირაკლი აბსანძე, media.ge–ს რედაქტორი – დავით მჭედლიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი და სხვები.

 

კანდიდატთა სრული სიის, მათი რეზიუმეების და მაუწყებლის განვითარების კონცეფციების ნახვა პარლამენტის ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.


GPB-ის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში არიან: ჟურნალისტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრი ნათია კაპანაძე,  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, პროფესორი ზაზა შათირიშვილი,  ჟურნალისტი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე და პროფესორი თამაზ ჯოლოგუა.

 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი