“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონო დავით,
11 დეკემბერს საპარლამენტო სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების წევრის – სოსო ჯაჭვლიანის მიერგანხორციელდა მძიმე პროვოკაცია. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ამ ინციდენტის არა მხოლოდფორმას და პარლამენტარის მიუღებელ მოქმედებას, რაც თავისთავად აღმაშფოთებელია, არამედ მის შინაარსს.
გარდა უშუალოდ კოლეგის შეურაცხყოფისა, ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგმიმართული განცხადება. ინსტიტუტების, რომელთაც წლების განმავლობაში ინტენსიური ბრძოლა აწარმოესკრიმინალურ სამყაროსთან და საზოგადოების დასაცავად მრავალი ურთულესი მოქმედება განახორციელესმთელ საქართველოში და მათ შორის სვანეთში.
შემაშფოთებელია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ჯაჭვლიანი ღიად იცავდა კრიმინალურიავტორიტეტების პოზიციას. მეტიც, ის მათი სახელით საუბრობდა შურისძიებაზე არა მხოლოდ ყოფილიშინაგან საქმეთა მინისტრის და მისი ოჯახის, არამედ მთლიანად ოპოზიციური ძალის მიმართ. გთხოვთ,მიაქციოთ ყურადღება, რომ ამით საქართველოს პარლამენტის წევრი დაუფარავად შეუერთდა მუქარას,რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ კრიმინალურიდაჯგუფების წევრებს.
ამავე გამოსვლაში იყო კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირი მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენიქვეყნის ეროვნულ ინტერესებს: სახელმწიფო ლეგიტიმურ ბრძოლას აწარმოებს კრიმინალთან საქართველოსმთელ ტერიტორიაზე და იაფფასიანი კუთხური მოტივებით სპეკულაცია გარდა სრულიად უღირსისაქციელისა, საზიანოა ქვეყნისათვის.
ბატონო თავმჯდომარე,
ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში, რუსეთი ცდილობს ნებისმიერიმეთოდით შეაჩეროს თავისუფალი ერების სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რისი მკაფიოდადასტურებაც არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მომავალშიც ცალსახად მოსალოდნელია რუსეთისმხრიდან დესტრუქციული მეთოდების გამოყენება, რათა საქართველომ უარი თქვას ევროპულ არჩევანზე. ამფონზე თითოეული პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ განცხადებას, რამაცშეიძლება გამოიწვიოს რელიგიური, ეთნიკურ თუ კუთხური დაპირისპირება .
ამ პროცესზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და საქართველოს პრემიერ მინისტრს,როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
შესაბამისად, გთხოვთ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულთან დაკავშირებითდა განხორციელებულ პროვოკაციაზე მოახდინოთ ადეკვატური და დროული რეაგირება.”
უსუფაშვილის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული ზომები არ იქნება გატარებული:
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ მივიღო ისეთი ზომები, რაც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, იმიტომ, რომ მანდატურებს ისედაც საკმაოდ დიდი ზარალი მიადგათ. მადლობა, რომ თქვენი მოვალეობის შესრულება მაქსიმალურად სცადეთ. არიან დაზიანებული და მე იმედი მაქვს, სათანადო ყურადღებას მივაქცევთ. არ შეიძლება, არ გვეკადრება არავის ამ ტიპის მოვლენა და ამ თემაზე საუბარი. ხვალ მექნება საუბარი ფრაქციების ხელმძღვანელებთან და ყველასთან, ვისთანაც საჭიროა, რომ როგორმე მოხერხდეს ყველაფრის ისე გაკეთება, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე.”
