პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პროექტს პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პირველად მოისმენს.
თვითმმართველობის კოდექსის განხილვას, დეპუტატების გარდა, არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელ კომიტეტზე ასევე გადაწყდა, რომ სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობებისა და საუბნო-საზოგადოებრივი თვითმმართველობების შესახებ კომიტეტმა კანონპროექტი ცალკე მოამზადოს.
კოდექსის თანახმად, საქართველოში 5-ის ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევს მოსახლეობა.
გარდა ამისა, კოდექსში თავდაპრიველად არსებული მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება. საკონსულტაციო საბჭო მონაწილეობას მიიღებს კონსულტაციებსა და განხილვებში.