ახალი ამბები

პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსს განიხილავენ

12 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსს განიხილავენ

კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი ამბობს, რომ მთავრობა გამოთქმულ შენიშვნებს ითვალისწინებს:


“არის ბევრი შენიშვნები, რომლებსაც მთავრობა ითვალისწინებს და მოდის დათმობებზე. ყველას უყვარს თავისი სამშობლო, ყველა ფიქრობს თავისი ქვეყნის მოწყობაზე და შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს. სავარაუდოდ, ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ.”

 

არასაპარლამენტო პარტიის, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის პოზიციას იზიარებს, თუმცა, მისივე განმარტებით, კოდექსში ჯერ კიდევ ბევრი სადავო საკითხია:


„ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიცია, რომელიც ეხებოდა ჩვენს წუხილს იმაზე, რომ რეგიონალიზმმა შეიძლება სეპარატისტული ძალების გააქტიურება გამოიწვიოს. მისასალმებელია ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობა, შესაბამისად, ამან მოხსნა კატეგორიული ტონი ჩვენ შორის. პროექტი პირველი მოსმენისთვის არის გაუმჯობესებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი სადავო საკითხი გვექნება მეორე მოსმენისთვის და ბევრი სხვა საკითხია, რომელმაც უნდა მოგვცეს ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი