წარმოდგენილი მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია, რომელიც მემორანდუმის შინაარსს იზიარებს.
“დღეიდან ვხდებით პარტნიორები. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, თქვენგან ველით კონკრეტულ წინადადებებს, კონკრეტულ რეკომენდაციებს, კონკრეტულ შეკითხვებს, კონკრეტულ გაკიცხვას. საქართველოს პარლამენტი, მისი ხელმძღვანელობა, კომიტეტები ვართ მზად ყოველდღიური თანამშრომლობისთვის თქვენთან. დღევანდელი ხელმოწერით ჩვენ ვასრულებთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და გადავდივართ საქმეზე. ამას გთხოვთ და ამას მოგიწოდებთ ყველას,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

