ახალი ამბები

კაცმა დავით ქევხიშვილის სავარძელი ურიკაზე განათავსა და წაიღო [ვიდეო]

22 მაისი, 2018 • 3123
კაცმა დავით ქევხიშვილის სავარძელი ურიკაზე განათავსა და წაიღო [ვიდეო]

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი, რომელიც მომიტინგე ძიუდოისტებმა ფედერაციის შენობიდან გამოიტანეს, ადგილზე მოსულმა კაცმა წაიღო.

სკამი რამდენიმე საათის განმავლობაში შენობასთან ახლოს იდგა, რის შემდეგაც ადგილზე კაცი გამოჩნდა, სავარძელი ურიკაზე განათავსა და ტერიტორია დატოვა.

ძიუდოისტებმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს, სავარძელი კი გარეთ გამოიტანეს. მათი თქმით, ქევხიშვილის სამუშაო ადგილზე შეშვებას არ აპირებენ და მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა ქართველმა ძიუდოისტებმა ისრაელში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაახმიანეს და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს. სპორტსმენების თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ივარჯიშონ მშვიდ გარემოში, მუდიმივად სტრესის ქვეშ უწევთ ყოფნა. მათი თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება დავით ქევხიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასა და ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებს.

საპასუხოდ, ქევხიშვილი აცხადებდა, რომ „უსაფუძვლო ბრალდებების გამო რაღაც ნაბიჯებს უკან ვერ გადადგამს“. ფედერაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მისი მოწინააღმდეგებისგან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი