დადგენილების მიღების მიზეზია საზოგადოებაში ერთ-ერთი მაღალი სტიგმის შემცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შექმნა, რომელიც მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების შეჯერებულ, ამ სფეროს განვითარების ხედვას უახლოესი 10 წლის მანძილზე.
პროექტის ინიციატორია ჯანდაცვის კომიტეტი, ხოლო ავტორები- ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური.
“დადგენილების პროექტის სრული რედაქცია იქნება ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა, თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვას. სერვისის მომხმარებლის/პაციენტის უფლებებსა და საზოგადოების ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნებას, პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და თანაბარი სტანდარტის უზრუნველყოფას.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების განთვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია 2015 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ დარგის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისათვის“, – აცხადებს მირიან წიკლაური, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
