გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება დაგეგმილი პროვოკაციაა:
“ნათელია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ჩემი ჟესტიკულაცია იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ადამიანი როდესაც ცდილობს თავისი თავი გააიგივოს სვანეთთან, ან, მით უმეტეს, ის კრიმინალი აფრასიძეები, რომლის დროს ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო სვანეთში და როგორი დატერორებული იყო ხალხი. სვანეთის გაიგივება ამ პიროვნებებთან არის სრული უზნეობა და აბსოლუტური შეშლილობა. თუ ამ ადამიანს მიაჩნდა, რომ ისეთი საშინელება ჩაგვიდენია, მთელი წელიწადი და ორი თვეა ამ პარლამენტში ვართ და ხმა არ ამოუღია, ხოლო თუ სამართალდამცავ ორგანოებს აინტერესებთ რაიმე დეტალების გარკვევა, თუ როგორ მოხდა წარმატებულად ჩატარება სპეცოპერაციის, სადაც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან სროლის გამო პოლიციელების მისამართით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე იყო დაპატიმრებული და სასჯელი მოიხადეს მძიმე დანაშაულისთვის, ყველა დეტალთან დაკავშირებით მზად ვართ, თუ ჩემგან რამე აინტერესებთ, გავარკვიოთ, მაგრამ ის სისულელეები, რაც მოყვა ბატონმა ჯაჭვლიანმა, რომელიც ვრცელდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ უნდა დასრულდეს ეს ინსინუაციები და ამგვარი ცილისმწამებლური განცხადებები.”
ბარამიძე ამბობს, რომ ის ხულიგნური გამოხდომების გამო უკან არ დაიხევს:
“როცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი და მებრძოლა კრიმინალების წინააღმდეგ, ქურდული სამყაროს წინააღმედ, კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდ ხიფათს შეიცავდა. მე უკან არასოდეს დამიხევია და არც მათ ამგვარ ხულიგნურ გამოხდომებზე თუ მუქარებზე, რომლებიც უკვე კარგა ხანია გრძელდება, არ ვაპირებ უკან დავიხოიო და ჩემი პოზიციიდან გადავუხვიო. ჩემი ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მეგობრებთან ერთად.”
“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.