გიგი წერეთელი დღევანდელ დაპირისპირებას სპექტაკლს უწოდებს და აცხადებს, რომ უმრავლესობა იმას აკეთებს, რაც რუსეთს ძალიან გაუხარდება:

 

“ჩვენ სრულიად შეგნებულად დავტოვეთ პარლამენტის სხდომა. პარლამენტში ჩვენ მოსახლეობას არ ავურჩევივართ იმისთვის, რომ კრივის ილეთები ვანახოთ და ვეჩხუბოთ ერთამანეთს, ამისთვის შეიძლება სხვა ადგილი არსებობდეს და, მე ვფიქრობ, ის უფრო სწორია, თუ ქუჩაში საჭიროა ვინმესთან დალაპარაკება. პარლამენტში სხვა ენით ლაპარაკობენ. აქ ლაპარაკობენ ბიუჯეტზე, რომელიც არის გარღვეული, თვითმმართველობის რეფორმაზე, რომელიც არის გაუგებარი. სწორედ ამ საკითხებზე არ უნდოდათ ალბათ ლაპარაკი და დაიდგა ეს სპექტაკლი. მით უმეტეს, უკრაინასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთისგან უნდა დავიცვათ უკრაინა და სოლიდარულები ვართ, აკეთებს უმრავლესობა და მისი წარმომადგენლები იმას, რაც ყველაზე ძალიან გაეხარდება რუსეთს ამ ვითარებაში. “

 

კითხვაზე, თუ როდის განაახლებს უმცირესობა საპარლამენტო მუშაობას, წერეთელი ამბობს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაელოდებიან:

 

“ჩვენ ვნახავთ, როგორ იქნება ეს ფაქტი აღქმული, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული უმრავლესობის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათი მოქმედება უნდა იყოს ადეკვატური.”

 

“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *