ახალი ამბები

ჯაჭვლიანი: გია ბარამიძე უარესის ღირსია

11 დეკემბერი, 2013 •
ჯაჭვლიანი: გია ბარამიძე უარესის ღირსია

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ის გია ბარამიძის მოძრაობებმა გააღიზიანა:


„თქვენ, ალბათ, აკვირდებოდით, როგორ იქცეოდა გიორგი ბარამიძე, მე როცა ვლაპარაკობდი. ქართველ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმის გამო, იქ რაც მოხდა, თორემ ის უარესის ღირსიც იყო, ისე იქცეოდა. მისმა მოძრაობებმა გამაღიზიანა. მე საზოგადოებას, ქართველებს და ქართველ მაყურებელს და ჩვენს ამომრჩეველს ვუხდი ბოდიშს, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსია.”

 

“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი