ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2015 წლიდან, ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა – IDFI

21 მაისი, 2018 • 2123
ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2015 წლიდან, ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკას. ორგნიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2013-2018 წლებში საქართველოში მოხდა ოჯახში ძალადობის 6,464 შემთხვევა, 172 ჯანმრთელობის დაზიანება და 89 მკვლელობა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახში მომხდარი დანაშაულის შემთხვევები 2015 წლიდან, ყოველწლიურად 50 პროცენტით იზრდებოდა, გახსნის მაჩვენებელმა კი 2016 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა გაიზარდა პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების რაოდენობა.

IDFI-ს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი, 1779 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, დედაქლაქის შემდეგ კი მაღალი მაჩვენებელია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში (1106 შემთხვევა), ასევე -კახეთში (784 შემთხვევა).

მასალების გადაბეჭდვის წესი