დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ფაქტს თავისი სახელი უნდა ეწოდოს:

„ჩვენ აქ არ ავურჩევივართ  ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და მერე მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება, დღის განმავლობაში მე პირადად მექნება კონსულტაცია უმრავლესობასთანაც, უმცირესობასთანაც იმისთვის, რომ დღეს რაც მოხდა, ამასაც თავისი სახელი ეწოდოს ჩვენთვის, პარლამენტში და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, მიუხედავად იმისა, რაოდენ მწვავე, მძიმე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, და მათ შორის პარლამენტის წევრის გამოსვლა. “

 

 

“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს განცხადების გაკეთებისას მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, ხოლო შესვენების დასრუელბის შემდეგ დასძინა, რომ პარლამენტის წევრები განცხადებებს ვეღარ გააკეთებდნენ, რადგან ფიზიკური დაპირისპრიების გამო დრო დაიკარგა.

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *